All for Joomla The Word of Web Design

თბილისში 1965-70-იანი წლებიდან, მანქანების დაცვის მიზნით, ე.წ  გარაჟებით’ საზოგადოებრივი სივრცის მიტაცება-დანაწევრებამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

დღესაც ქალაქში არსებული ეზოების დიდი ნაწილი ქაოსურად განთავსებულ გარაჟებს’ უჭირავს და უბნის ეს პოტენციური თავშეყრის სივრცე გადაქცეულია მანქანის დასაყენებელ ადგილად. შედეგად, ხშირ შემთხვ ევაში დაკარგულია სათამაშო სპორტული მოედნები, შეხვედრისა და ინტერაქციის ადგილები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეები.

 

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ინიცირებით შემუშავდა პროექტი, რომლის მიზანია ეს პრობლემა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, რისთვისაც აუცილებელი იყო ამ სივრცეების გადააზრება და მათი პოტენციალის აღმოჩენა.

 

პროექტი ხორცილედება ჯგუფი @@”ურბანული @ექსპერიმენტების” ჩართულობით და მისი მხარდამჭერია ქ.თბილისის მერია.

თავდაპირველად შეირჩა პროექტის მონაწილე  არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან.

მათვის  პროექტის მენტორებმა  ჩაატარეს სამი საჯარო ლექცია  თემებზე – „გარაჟი“ – ინკრემენტალური სივრცე; “გარაჟი“- აშენებული დროებითობა და “გარაჟი“ – სივრცე ინოვაციისთვის.

 

სტუდენტები  ერთი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ვორქშოპში  სახელწოდებით „გარაჟი – პოტენციური საჯარო სივრცე”, რომლის მიზანს  სტუდენტებისათვის შემეცნების დონის ამაღლება წარმოადგენდა, მათთვის დიზაინისა და კვლევის იმ სპეციფიკური მეთოდის გაცნობა, რომელსაც დასავლეთში „Bbutton up” (ქვემოდან ზევით) ჰქვია და მოსახლეობისა და არქიტექტორ-ურბანისტების მჭიდრო ურთიერთობაზეა დამყარებული.

 

ამასთანავე, ვორკშოპის მიზანი  ერთგვარი გზამკვლევის შექმნა გახლდათ,  რომელშიც მოცემული იქნება ავტოფარეხებით დაკავებული საზოგადოებრივ სივრცეთა განვითარების სხვადასხვა სცენარი;  ვორკშოპის მონაწილეები შეეცადნენ განსხვავებული სცენარით დაენახებინათ ადგილობრივ მოსახლეობასთვის , რომ არსებულ სივრცეებს გააჩნია პოტენციალი იყოს კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, კომერციული, რეკრეაციული ან სხვა ფუნქციის მქონე.

 

პროექტის ფარგლებში დამუშავდა თბილისში სამ კონკრეტული ლოკაცია: ქალაქის ორი ბიპოლარული გარეუბანი: გლდანი და ვარკეთილი, და ასევე, ქალაქის ცენტრის მაგალითისათვის ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორია; პროექტის მიზანია სამი ისეთი მაგალითის შექმნა, რომელიც მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს გამოვიყენოთ ის როგორც შაბლონი სხვა ლოკაციებისთვისაც.

 

ერთი მხრივ, ვორკშოპის შედეგად სხვადასხვა ადგილებისა და მოცემულობების გათვალისწინებით შეიქმნება გარაჟების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცის განვითარების სცენარები,  და ამ სცენარებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება მსგავსი პრობლემების მეტ-ნაკლებად სტანდარტიზირება და ჩარჩოებში მოქცევა, რაც გააადვილებს შემდგომში ასეთივე ამოცანებზე მუშაობას; მეორე  მხრივ, ვორკშოპში მონაწილეობით სტუდენტებმა შეიძინეს გამოცდილება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით, კერძოდ, მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით და მათი აზრის  გათვალისწინებით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას და შემდგომ მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.

ამ ეტაპზე პროექტის  ძირითადი ნაწილი დასრულებულია, სტუდენტები   საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით ქმნიან თავიანთი არქიტექტორული პროექტების მაკეტებს.

პროექტების წარდგენა მოხდება 15 ივნის ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში. მონაწილე სტუდენტებისთვის  გაიცემა სერთიფიკატები და დაჯილდოვდებიან მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსი” -ს მიერ.

 

 

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password